Friday, January 13, 2012

კატასტროფები და კატაკლიზმები


პროექტის სახელწოდება
კატასტროფები და კატაკლიზმები

პროექტის
მოკლე აღწერა
        
მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოში მომხდარი კატასტროფებს და კატაკლიზმებს. ეს დაეხმარება მათ მომავალში თანამედროვე სამყაროში სწორად ორიენტირებისათვის;  შეძლებენ საკუთარი ცოდნის გაზიარებას ინგლისურ ენაზე,  გაუჩნდებათ სურვილი ღრმად შეისწავლონ და გააცნონ სხვას საკუთარი ქვეყნის პრობლემები.  გააცნობიერებენ რამდენად საჭიროა ურთიერთობისას ელემენტარული ცოდნა საგანზე, რომელზედაც საუბარია მიმართული, თუნდაც შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას უცხო ენაში და ვა საგნებში; განუვითარდებათ კვლევა-ძიების, შემოქმედებითი,  თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; ისწავლიან თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს და რა ღონისძიებებს უნდა მიმართონ ამ პრობლემების გადასაჭრელად;  შეიცვლება ღირებულებითი დამოკიდებულება.
სარგებელი სხვებისთვის - შედეგების გაცნობა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის ჩართული პროექტში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს გააცნოს ინფორმაცია მსოფლიოში მომხდარი მოვლენების შესახებ.
საგნობრივი ჯგუფი
ინგლისური, რუსული, გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება
მონაწილე ქვეყნები
ნებისმიერი
საკომუნიკაციო ენა
ინგლისური, ქართული
ასაკი
13-18 წელი
მოსწავლეთა რაოდენობა
10-15  გოგო– ბიჭი
პროექტის ვადები
დასაწყისი-დასასრული
თებერვალი-მაისი, 2012
(2012 წლის თებერვლიდან ნებისმიერი ორი თვის განმავლობაში: 8-10 გაკვეთილი - მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
გასაცნობი აქტივობა   

მოსწავლეები აკეთებენ თავის წარსადგენად პრეზენტაციებს , ცვლიან gmail-ს;
ხდება ინფორმაციის მოძიება მოც. თემის შესახებ, საძიებელი ტექსტების კითხვა, უცხო სიტყვების ლექსიკონებში მოძიება; ინტერნეტით ძველი და ახალი მასალის გაცნობა და ფოტოების ამოკრება; ალბომის შექმნა; PPT slide-ების დამზადება; Photoshop-ის გამოყენება; გაკეთდება თარგმანები;   კლასის მომზადება ექსკურსიისთვის, დღიურის წარმოება;  ინტერვიუს მომზადება; დახატვა; კედლის გაზეთის შექმნა; ბლოგების გაკეთება; ბლოგების პრეზენტაცია; მონოლოგიური საუბარი საკუთარ ძიებებზე და აღმოჩენებზეპრეზენტაცია ინგლისურ ენაზე;
ჯგუფური  მუშაობა : პროექტის კოორდინატორი ჯგუფში იქნება 1 მოსწავლე, რომელიც გააკონტროლებს შეხვედრების ორგანიზებას,  პროექტის მსვლელობას და კონკრეტული დავალებების შესრულებას, ხოლო მეორე თავს უყრის ყველანაირ მასალას ჯგუფის ბლოგზე;
ისტ საშუალებების გამოყენება
ბლოგი, ელ. ფოსტა, ვებკამერა Skype/ Facebook, POWER POINT, Photoshop
შეფასების ფორმები
წინასწარ შექმნილი რუბრიკით;
პროექტის გამოქვეყნების ფორმა
ბლოგი
ფასილიტატორი - დიანა მორბედაძე - თბილისი, 178 საჯ. სკ.

No comments:

Post a Comment